საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, საფრანგეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ცნობილი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა, რომელიც ბათუმის ხელოვნების მუზეუმში 7-10 სექტემბერს მიმდინარეობდა. მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანრი მაჭავარიანი რეკლამის ბიზნესსა და მოდის სამყაროში საუკეთესო ილუსტრატორადაა აღიარებული.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ანრი მაჭავარიანის გამოფენა დაათვალიერა
10/09/2019