ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეკამსა და გვერდისუბნის დასახლებებში, გზების მოასფალტების სამუშაოების პროექტი ხორციელდება. დღეს, 9 სექტემბერს, ადგილზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობას ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 960 555 ლარს შეადგენს. სურამსა და გვერდისუბანში, მოასფალტებული გზებით, 1500- ზე მეტი ადგილობრივი და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
სოფელ ბეკამსა და გვერდისუბნის დასახლებებში, გზების მოასფალტების სამუშაოების პროექტი ხორციელდება
09/09/2019