ვერძი
ახალი იდეების განსახორციელებლად და ძველი საქმეების მოსაგვარებად დამხმარეები დაგჭირდებათ. ნუ ელოდებით ინიციატივას სხვისგან. თავად ითხოვეთ შველა.
კურო
ნუ დაგავიწყდებათ თარიღები, მნიშვნელოვანი დეტალები. არსად დააგვიანოთ. იყავით მოვლენების საქმის კურსში.
ტყუპი
პოზიტიურ მხარეზე გაამახვილეთ ყურადღება. უამრავი სასიამოვნო გელით გარშემო.
კირჩხიბი
დღე სასიამოვნოდ დაიწყება. შეიძლება საჩუქარიც კი მიიღოთ. თავის ტკივილს აიცილებთ, თუ ყველას გასაგებად დაელაპარაკებით.
ლომი
თუ სიტუაციაში დაკვირვებით და ფრთხილად გაერკვევით, კარგ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთს დაგეგმილ მგზავრობასა და გართობაზე უარის თქმა მოუწევს.
ქალწული
თუ გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანი შესაფერისად არ გექცევათ, უნდა დაელაპარაკოთ. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საღამო მხიარულად გაატარეთ.
სასწორი
ახალგაცნობილთან ფლირტი და საინტერესო თემაზე საუბარი კარგია, მაგრამ პარტნიორად ისეთ ადამიანი გჭირდებათ, ვისაც ენდობით და ვინც რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებთ.
მორიელი
სიმართლეს ადვილად გამოააშკარავებთ, თუ რამდენიმე კითხვას დასვამთ. ადამიანს შეცდომებზე დელიკატურად უნდა მიუთითოთ.
მშვილდოსანი
ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს და დღევანდელ დღეს მომავალში ღიმილით გაიხსენებთ. იყავით მადლიერი იმ გამოცდილებისა და სიბრძნისა, რასაც დღეს მიიღებთ.
თხის რქა
შეიძლება ის, რაც ადრე არარეალური გეჩვენათ, დღეს ადვილად გამოგივიდეთ. იაზროვნეთ პოზიტიურად და იფიქრეთ სარგებელზე, რასაც დღევანდელი საქმე, შეხვედრა მოგიტანთ.
მერწყული
რჩევები, რომლებსაც დღეს მიიღებთ, სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ მოგიწოდებენ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.
თევზები
თავშეკავებული იყავით გამონათქვამებისას, თუ არ გსურთ, დამოკიდებულება გაიფუჭოთ ადამიანთან. მასაც აქვს ღირსება და ეცადეთ, არ შეულახოთ.