კომუნიკაციების ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის ინიციატივით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაიწყო საინფორმაციო ხასიათის კამპანია – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კამპანია გულისხმობს მომხმარებლებისთვის კომუნიკაციების სფეროში, როგორც მათი უფლებების, ასევე კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ღონისძიების ფარგლებში 11 სექტემბერს 14:00 საათზე, საზოგდოებრივი დამცველის სამსახური ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დაესწრონ.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს
06/09/2019