წლევანდელი წელი რეკორდულია ქართული სპორტისთვის

04/09/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე სპორტის განვითარების სამომავლო გეგმებზე და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წელთან შედარებით, 2019 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოს, უკვე მოპოვებული აქვს 67 მედლით მეტი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია.

„წლევანდელი წელი რეკორდულია ქართული სპორტისთვის. ქართულ სპორტს ამდენი ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე არ მიუღია და ეს ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურებაა. ქართული სპორტი დღეს მსოფლიოში საამაყოა და ასეთი სპორტული მიღწევების პატარა ქვეყანა მეორე არ მოიძებნება. დიდი მადლობა ამ შედეგისთვის ყველა სპორტსმენს, მწვრთნელებს, ოლიპიურ კომიტეტს და ფედერაციებს“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანი განაცხადები გაკეთდა შემდეგი წლების განმავლობაში საქართველოში გასამართი ჩემპიონატების კუთხით და საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი სპორტულ ღონისძიებების წარმატებული მასპინძელი ქვეყანა გახდა.

მიხეილ ბატიაშვილი დაგეგმილ ინფრასტრუქურულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში იქნება მიღებული: სამი ახალი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლე.
მისი თქმით, ასევე, 2019 წელს იგეგმება უპრეცედენტოდ მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაწყება თბილისში, დიღომში მდებარე ოლიმპიური ქალაქის ტერიტორიაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0