ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მიმსასვლელი 14 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადგილზე გაეცნო. ხვამლის ისტორიულ მთასთან მისასვლელი გზის რებაილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტული თავლსაზრისით და ასევე მომლოცველებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით სამონასტრო კომპლექსამდე მიდიან.
არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, რის გამოც გადაადგილება განსაკუთრებით რთულდებოდა უამინდობის დროს. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდიანრეობს. დაიგება ცემენ-ბეტონის გზა, რეაბილიტირდება არსებული ხიდი და ხელოვნური ნაგებობები. ასევე, გათვალისწინებულია ტურისტულ ობიექტთან მოედნის მოწყობა. მოხდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზო ნიშნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარის და ბეტონის პარაპეტების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 15 851 500 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგემება.
ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
27/08/2019