ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და არსებული საკთხების გადაწყვეტის გზებზე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. შოთა რეხვიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე და ვრცლად ისაუბრა, ყველა მასშტაბურ პროექტზე, რომელიც მუნიციპალიტეტში სოფლების განვითარებისთვის ხორციელდება. სოფელ აღთაკლიას, ყარათაკლიასა და ყარაჯალარის მოსახლეობამ შეხვედრაზე ძირითადად ქუჩებისა და შიდა გზების რეაბილიტაციის საჭიროებაზე, ასევე სასმელი წყლის გრაფიკის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი დაფინანსებით, 25 000 000 ლარზე მეტი ღირებულების, 114 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრეების მოწყობის მიმართულებითაა გამოყოფილი.
შოთა რეხვიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
27/08/2019