25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25/08/2019

ვერძი
ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ნერვების მოსაშლელი და დამღლელი იყოს თქვენთვის. ეცადეთ, დისტანცია დაიცვათ ასეთ პირებთან.

კურო
დაიცავით საკუთარი უფლებები, ნურავის მისცემთ ნებას მიითვისოს ის საქმე, რასაც ამდენი დრო შეალიეთ. ნაკლები ყურადღება მოაქციეთ მოშურნეებს.

ტყუპი
ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ხართ. მეტად გაინებივრეთ თავი სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით და ლამაზი ადგილების მონახულებით.

კირჩხიბი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. აგრეთვე, იმ ადამინებისგან, ვინც ნერვებს გიშლით. სანერვიულო შეიძლება საყვარელი ადამიანის გამოც შეგექმნათ.

ლომი
თქვენი პირდაპირი ნათქვამი შეიძლება ზოგიერთს გულზე მწარედ მოხვდეს. კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სწავლისთვის.

ქალწული
რატომ ნერვიულობთ უსაფუძვლოდ, არარეალური სიტუაციების გამო? ვარაუდების გამო დღეს ნუ გაიფუჭებთ. მეტი პოზიტივით დაიმუხტეთ.

სასწორი
საინტერესო ადამიანებთან ყავის დალევისა და სასიამოვნო თემებზე საუბრის დღეა. თუ უსიამოვნო პასუხის მოსმენა არ გსურთ, მაპროვოცირებელ კითხვებს ნუ დასვამთ.

მორიელი
დაისახეთ მომავალი, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ზოგიერთს მოგზაურობა და საინტერესო ადგილების მონახულება ელის. ზოგ სიტუაციაში მეტი სითამამე გმართებთ.

მშვილდოსანი
გუშინ მომხდარ ამბავზე დღეს გმართებთ დაფიქრება და სათანადო დასკვნების გამოტანა. მეტად გაიხალისეთ ყოველდღიური ცხოვრება.

თხის რქა
იყავით მეტად თბილი და მოსიყვარულე თქვენი ახლობლებისადმი. ნუ იქნებით საკუთარ თავში ჩაკეტილი, მაგრამ გულისნადები მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუზიარეთ.

მერწყული
თუ გრძნობთ, რომ ბოლო დროს ვიღაც გავიწროებთ, გაერკვიეთ სიტუაციაში. იყავით მეტად მიზანმიმართული და ეცადეთ, არავინ გადაგეღობოთ გზაზე.

თევზები
ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში და უფრო მეტიც, სხვისი პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაშიც დარწმუნებული ხართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0