ვერძი
გსურთ, ყველას დაეხმაროთ და ყველსათვის საჭირო იყოთ. თქვენ სტიმული ხართ ხალხისთვის, დადებითად მოქმედებთ ბევრზე. ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი საქმეები არ დააზარალოთ.
კურო
ზომიერება გმართებთ ყველაფერში, გაბრაზებულსაც კი. უარყოფითი ემოციების ამოფრქვევა არას გარგებთ. დღეს კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ თქვენ გარშემო მყოფებზე.
ტყუპი
თუ გსურთ, მომავალში მშვიდად იყოთ, მოიშორეთ ის ადამიანები და სიტუაციები, რაც ნერვებს გიშლით. იყავით დელიკატური, ღიმილიანი, მაგრამ დაიცავით საკუთარი თავი.
კირჩხიბი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უარყოფით ინფორმაციებს. ყველაფერი მოიმოქმედეთ, რომ განმუხტოთ სიტუაცია. მიმოსვლებისა და სწავლის დღეა.
ლომი
გაუგებრობებისადმი მეტი ყურადღება გმართებთ, უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდით. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ზოგიერთი ფულს, ძვირფას საჩუქარს მიიღებს.
ქალწული
თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დააკვირდით რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ზოგჯერ სხვა უფრო ამჩნევს მცირე დეტალს, რაც მნიშვნელოვანია.
სასწორი
უსიამოვნებაში მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ. დაივიწყეთ და გააგრძელეთ ცხოვრება. იყავით მობილიზებული მომავალზე და ღიმილით შეხვდით სიახლეებს.
მორიელი
დააკვირდით თქვენთვის საინტერესო ადამიანების ცხოვრებას, მათ საქმიანობას. შეიძლება საინტერესო დეტალებს მიაგნოთ. ყურადღება გამრთებთ მუშაობის/სწავლისას.
მშვილდოსანი
რასაც დიდხანს ელოდით დღეს აგისრულდებათ. გირჩევთ თქვენს ბედნიერებაზე მოშურნებს არ მოუყვეთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ, დაუფიქრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამთ.
თხის რქა
გარშემო მყოფებს ისეთი ლიდერი სჭირდებათ, როგორიც თქვენ ხართ – ენერგიული, ხალისიანი და საქმიანი. უხელმძღვანელეთ და ასწავლეთ მათ.
მერწყული
ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული აზრები, შეხედულებები ჰქონდეთ. ამის გამო არ ღირს კონფლიქტი. უბრალოდ, დიპლომატიურად დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
თევზები
მართალია, პრობლემების მოგვარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ეს პიროვნულად გაგზრდით. ხანდახან სიტუაციას ობიექტურად უნდა შეხედოთ. წარმოიდგინეთ თავი იმ მოსამართლის ადგილას, ვინც დეტალებს განიხილავს.