ვერძი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სტრესს, დაძაბულობას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სწორედ რთულ სიტუაცია ზრდის ადამიანს. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები.
კურო
რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს. მთავარია, თავად გქონდეთ სურვილი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებს შესასრულებლადაც.
ტყუპი
უნდა იცოდეთ, ვის უნდა მიაკითხოთ, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. პირად ცხოვრებაზე მეგობრებს მოუყევით. თუმცა, რამდენს გამოიმუშავებთ არავის უთხრათ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვან დოკუმენტებში პატარა შრიფტით რაც წერია ის ყურადღებით წაიკითხეთ. სამსახურში წვრილ-წვრილი საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ყველაფერი დაკვირვებას საჭიროებს.
ლომი
ნუ ეცდებით ადამიანების თქვენს მხარეს გადაბირებას. დღეს ნუ მოაგვარებთ სასიყვარულო საკითხებს. დღეს უნდა იმუშაოთ რთულ საკითხებზე, იყავით მიზანმიმართული და არ მოცდეთ წვრილმანებზე.
ქალწული
კარგი დღეა საკუთარი თავის ახალ ჰობიში, საქმიანობაში, თავგადასავალში გამოსაცდელად. აგრეთვე, თვალსაწიერის გასაფართოებლად.
სასწორი
ცხოვრება არასდროს იქნება იდეალური და არც იდეალური ადამიანები არსებობენ. მიიღეთ ყველაფერი მშვიდად და გაიღიმეთ, არ ღირს ყველაფერზე ნერვების მოშლა.
მორიელი
იმდენად ცოტა თავისუფალი დრო გექნებათ, რომ წუთობრვად უნდა შეადგინოთ განრიგი. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ახალი საქმეების ადა ახალგაცნობილებისადმი.
მშვილდოსანი
კარგად უნდა შეარჩიოთ პარტნიორები, რომლებთანაც მუშაობას აპირებთ. თუ გრძნობთ, რომ ადამიანი ნერვებს გიშლით, გაეცალეთ.
თხის რქა
ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ გარისკავთ. საკუთარ პრობლემებთან მარტო ნუ დარჩებით. დღეს მცირე გასაუბრება უცხო ადამიანთანაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მერწყული
დღის განმავლობაში მოგეჩვენათ, რომ ზოგიერთი მოვლენა ადრე უკვე მოხდა თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს უჩვეულო ადგილებში.
თევზები
ურთიერთობა, რომელიც “გარდაცვლილი” გეგონათ, შეიძლება “გაცოცხლდეს”. შეიძლება აღადგინოთ ის საქმეები, რომლებიც მივიწყებული გქონდათ. თუ ადამიანი გენატრებათ და ვერ ურეკავთ, შეტყობინება მაინც გაუგზავნეთ.