19 აგვისტოს, დაბა ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ასულ სტუმრებს დიდი დღესასწაული ელით.
9 საათზე ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო წირვა დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, 12 საათზე ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი დაიწყება.
პარალელურად გაიმართება ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულები „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში გაგიწევენ მასპინძლობას.
12 საათზე სპორტული ღონისძიებები დაიწყება და „ბახმაროს ფალავანი 2019 გამოვლინდება“.
13 საათზე დაიწყება ტრადიციული დოღი, რომელშიც სხვადასხვა კუთხის ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
17 საათზე დაიწყება – მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ, (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი.
ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს და შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები!
ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია
18/08/2019