პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ვისაუბრებ ახალ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს აბაშაში, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“საქართველოს პარლამენტში აუცილებლად წარვადგენ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ისევე, როგორც წარვადგენ ახალ პროექტებს, რომლებიც უნდა დაგვეხმაროს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც დღეს არის ჩვენი საზოგადოების წინაშე”, – აღნიშნა პრემიერმა.
პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ვისაუბრებ ახალ პროექტებზე
16/08/2019