“ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტები ნათია ფირაშვილი და ეკა დგებუაძე, შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს კადრების მართვის, ინფრასტრუქტურის, სოციალური ჯანდაცვის და მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.
„ღია მმართველობის პარტნიორობას“, საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, დღეს მასში “ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტი ამ ინიციატივას 2019 წლიდან შეუერთდა.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16/08/2019