სოფელ ციხისძირში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

14/08/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისძირში მიმდინარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო. გიორგი თანიაშვილის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის განხორციელების შემდეგ სკვერში მოეწყობა: ახალი მოედნები, ქვაფენილები, ბალახის საფარი, ფანჩატურები, ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები, რის შედეგადაც სოფელს ახალი და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს შპს “ქართლი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0