საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ ელჩს უკრაინაში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-უკრაინის დინამიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, მინსკის ხელშეკრულებასა და კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
არჩილ თალაკვაძე უკრაინის ელჩს შეხვდა
25/07/2019