მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა. ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. გახსნის ცერემონაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი ნომრები წარმოადგინეს. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულაია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, 20 საათზე მარტვილში შედგება.
მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა
22/07/2019