ხაშურში, ლომოურის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ფონდსაცავი ეწყობა. ფონდსაცავის რეაბილიტაციის სამუშაოები, დღეს, 17 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამეცნიერო ფონდში 100 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, სივრცის არარსებობის გამო, ექსპონატების უმეტესობა არასათანადო პირობებშია განთავსებული, არსებული შენობა კი მათ საიმედო შენახვას და მოვლას უზრუნველყოფს. ფონდსაცვის მშენებლობისთვის 133 920 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის მიხედვით, სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ხაშურში, ლომოურის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ფონდსაცავი ეწყობა
17/07/2019