თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს ვალერი პეკრესს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში არსებულ გამოწვევებს და პარიზის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტთან. პირველი, რასაც საუბარი შეეხო, ესაა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, რაც მისასალმებელია, თუმცა ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ასევე, ვისაუბრეთ თბილისში არსებულ გამოწვევებზე. გვინდა, რომ ის გამოცდილება, რომელიც პარიზს სხვადასხვა მიმართულებით გააჩნია, გავიზიაროთ თბილისში. მათ მხარდაჭერა აღგვითქვეს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მათი მხრიდან თანადგომა გვექნება კონკრეტული პროექტების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შევძლებთ, მათი მხარდაჭერით და თანადაფინანსებით, ერთობლივად განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.