ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულეს დუშეთის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა. გიორგი თანიაშვილის თქმით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, იგეგმება შენობის სახურავის შეცვლა, შიდა ინტერიერისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რის შედეგადაც ბაზალეთის ამბულატორია ჯანდაცვის არსებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. პროექტს შპს “მარდი” ახორციელებს, ხოლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სოფელ ბაზალეთში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
08/07/2019