გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

08/07/2019

ლუქსემბურგში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესია დასრულდა. საპარლამენტო ფორუმის შემაჯამებელ სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, გიგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.
არჩევნებზე, გიგი წერეთელმა 120 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა და საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ერთი წლით უხელმძღვანელებს. ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთელის კონკურენტი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, დორის ბარნეტი გახლდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0