რუსთავში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალური სერვისცენტრი გაიხსნეს. ახალი სერვისცენტრი, ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობისთვის, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის. რუსთაველები ადგილზე შეძლებენ მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობას, მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ბინის პრივატიზებას, აუქციონის და იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთებას და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღებას.
შენობა აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით და აიდი ბარათის წამკითხველი მოწყობილობით, რაც რუსთაველებს, სხვა საჯარო უწყებების სერვისებით სარგებლობის და პორტალ My.gov.ge-ზე წვდომის საშუალებასაც მისცემს.
სერვისცენტრი ევროკავშირის პრექტის სახელწოდებით – “მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში დაპროექტდა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. შენობის შიდა დიზაინზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა Co-Design-ის მეთოდით იმუშავეს.
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მუნიციპალური სერვისცენტრი გაიხსნა
05/07/2019