საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სათათბირო ორგანოს – პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრმა ექსპერტებმა, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამინისტროს გაუზიარეს მათი ხედვა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის აქტიურად იმუშაოს პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის როგორც სოფლად, ისე ქალაქში. მან საბჭოს წარუდგინა პირველადი ჯანდაცვის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც ორგანიზაციულ, ისე ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს. თამარ გაბუნიას განცხადებით პირველადი ჯანდაცვის სექტორში აუცილებლად უნდა დაინერგოს და განვითარდეს მონაცემთა ელექტრონული სისტემები და ციფრული ტექნოლოგიები, რაც ბევრად ეფექტიანს და მოქნილს გახდის პაციენტის მკურნალობის პროცესს.
ასევე, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს ოჯახის ექიმების და ექთნების უწყვეტი სამედიცინო განათლების საქმეში.
პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
05/07/2019