სოფელ დისველის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

04/07/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ დისველის გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
რეაბილიტირებული გზით სოფლის მოსახლეობა სულ მალე ისარგებლებს. სამუშაოების ძირითადი ეტაპი უკვე შესრულებულია, ახლა კი ასფალტის საფარის მეორე ფენის გადაგება მიმდინარეობს. თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის კმ16-კმ20.5 (დისველი-ბოლნისი) რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკის დააფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0