სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ჟახუნდერისა და სოფ.მელეს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მოისმინა ინფორმაციები სკოლებში და სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა და აღნიშნულ ინიციატივაზე მათგან დადებითი შეფასებებიც მოისმინა.
“ძალიან მიხარია პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რადგან სწორედ მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი გზა საქართველოს უკეთესი ნათელი მომავლისთვის.
ვფიქრობ, მიმდინარე რეფორმის შედეგად, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი რეგიონისა თუ ქვეყნის წინაშე დგას”-აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო კითხვებზე. არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.