დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქვეშეთი-კობის გზის მეორე ლოტის ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანიის წარმომადგენლები – ჩჟოუ ლი და ფენგქსიანგ ლი. შეხვედრაზე “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ჯგუფის მუდმივი დეპარტამენტის განყოფილების” (23rd Group CO.LTD) აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ სეხნიაშვილთან და ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თენგიზ ბედოიძესთან ერთად განიხილა ქვეშეთი-წკერეს მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საჭირო ორგანიზაციული საკითხები. ქვეშეთი – კობის მონაკვეთის 24-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 2023 წელს დასრულდება.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/07/2019