3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

03/07/2019

ვერძი
უმნიშვნელო პრობლემაშიც კი დეტალურად გაერკვიეთ. კარგი დღეა მიმოწერის, ტექსტების რედაქტირებისთვის. ზოგიერთ ადამიანთან აუცილებლობის გამო მაინც მოგიწევთ კონტაქტი. სამსახურის საქმეებს ჭორებისა და ინტრიგების გამო ნუ მოცდებით.

კურო
საიმედო ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ და უკვე გამოცდილი სქემებით იხელმძღვანელეთ. საქმეების გამო დასვენებაზე უარს ნუ იტყვით. მცირე უსიამოვნებებს იუმორით შეხედეთ.

ტყუპი
რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. ჯერ მნიშვნელოვანი ვალდებულებები შეასრულეთ. დრო შეიძლება ჭორების, ინტრიგების გამო დაგეკარგოთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით ხელშეკრულებების გაფორებას.

კირჩხიბი
დაგვიანების, მცირე დანაკარგისა და არასწორი ინფორმაციის დღეა. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. დროდადრო მოწყდით სამუშაო და თვალები, ტვინი დაასვენეთ. ზოგიერთი რამის (ტექსტი, წესი და ა.შ.) დაზეპირება მოგიწევთ.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ პრაქტიკული საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა საყიდლებისა და ფულის დაბანდებისთვის. თუ მოსაწყენი სამუშაო გაქვთ, პერიოდულად გაისეირნეთ, საინტერესო ადამიანებს გაესაუბრეთ.

ქალწული
დღეს, თქვენდა გასაოცრად, ზედაპირული და დაუკვირვებელი იქნებით, რამაც შესაძლოა, პრობლემები წარმოქმნას. წერილობითი მუშაობისას, განსაკუთრებით, როცა საქმე სახელმწიფო უწყებას ეხება, დაკვირვებული უნდა იყოთ. უფროსთან ან კლიენტებთან შეხვედრისას მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ.

სასწორი
არავის არაფერს დაპირდეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ კრიტიკას, სიტყვებზე
გამოკიდებას. დაკვირვება და სიფრთხილე გმართებთ საზოგადოების წინაშე გამოსვლისას, მგზავრობისას და მიმოწერისას. დეზინფორმაციისა და შემთხვევითი დამთხვევების მსხვერპლი არ გახდეთ.

მორიელი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და ეცადეთ, არ მოცდეთ გართობაზე. ახალი წესების დადგენის, სამომავლო გეგმების ჩამოწერის, შეცდომების აღმოფხვრის დღეა. გამონახეთ მიზეზი, რათა თავიდან მოიშოროთ მოღალატე მეგობარი.

მშვილდოსანი
მნიშვნელოვან საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. კარგი დღეა შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. არგუმენტირებულად ისაუბრეთ. კარგი დღე ელით კარიერაზე მომართულ ნიშნებს. კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მოგეცემათ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს ინტრიგებს.

თხის რქა
კონკრეტულ საქმეს ყველა მხრიდან შეხედეთ და ყველა ვარიანტი განიხილეთ. ამით უფრო სწრაფად აღმოფხვრით შეცდომებს და იპოვით გამოსავალს. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. ყველას ესაუბრეთ კოლეგებსაც და თანამგზავრებსაც.

მერწყული
კრეატიული ჩანაფიქრების განხილვის დღეა. თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ სიახლეებისთვის თამამად იმოქმედეთ. სასურველია, გვერდით მცოდნე და ერთგული ადამიანები გყავდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და საფულეს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები
დაკვირვებული და მიზანმიმართული უნდა იყოთ, რომ არც თავად დაიბნეთ და არც გარშემო მყოფები დააბნიოთ. არ გამოავლინოთ სისუსტე კონკურენტებთან. ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0