ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიაზაციის მიზნით მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

01/07/2019

ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიაზაციის მიზნით მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და საქართველოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის.
ორმხრივი თანამშრომლობის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ვარდოსანიძემ მოაწერეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა, უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს კი მადლობა გადაუხადა და სფეროს, განვითარების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაიმართა თემატური პრეზენტაციისა და ვიდეო-რგოლის ჩვენება.
აღსანიშნავია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტი კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0