მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

30/06/2019

„მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კონტაქტურია “, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს.
ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას კვლავ 6 პაციენტი განაგრძობს.
ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0