არჩილ ჯაფარიძემ, სტიქიის მიერ დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

28/06/2019

მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან-ემზარ საბანაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სტიქიის მიერ დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდ. ჭანჭახის მოდიდების გამო, დაზიანდა სოფ.გლოლაში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების გარკვეული მონაკვეთები.
ასევე, სოფ.ჯინჭვისში მდ.გომრულას მოდიდების შედეგად დაზიანდა არსებული დამბის მონაკვეთი და საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის სავარგულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა. რწმუნებულმა ჭიორა-ღების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0