ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოსა და თერჯოლაში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა

27/06/2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოსა და თერჯოლაში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს. მხარის წარმომადგენლებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელისგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა თითოეულ ლოკაციაზე და რა რაოდენობის ვიზიტორებს იღებს აღნიშნული ობიექტები დღის მანძილზე. სათაფლიას აღკვეთილს, პრომეთეს, საწურბლიასა და ნავენახევის მღვიმეებს ყოველდღიურად ქართველებთან ერთად უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობენ და ზოგადად ეცნობიან იმერეთის რეგიონში დაცულ ტერიტორიებსა და მღვიმეებს. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მოიცავს: 1 ნაკრძალს, 1 აღკვეთილსა და 17 ბუნების ძეგლს. მათგან ამ ეტაპზე სრულად არის მოწყობილი და ვიზიტორებს ემსახურება სათაფლიას აღკვეთილი, პრომეთეს, საწურბლიას და ნავენახევის მღვიმეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0