დაბა ჟინვალში სკვერის და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

26/06/2019

დაბა ჟინვალში, პირველი და მეთხუთმეტე კორპუსის მიმდებარე პრობლემურ ტერიტორიაზე, გზების მოასფალტებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ვაჟა ჩიხაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის დაგების გარდა დაგეგმილია ბორდიურების და ტროტუარების მოწყობაც, ხოლო სამუშაოებს შპს “საგზაო 7” ასრულებს. დაბის ცენტრში დაიწყო არსებული სკვერის რეაბილიტაციაც, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ერთობლივი პროექტია, ხოლო შემსრულებელ კომპანიას შპს “ქართლი” წარმოადგენს. აღნიშნულ სკვერში მოეწყობა განათება, სკამები, სასეირნო ბილიკები და დეკორატიული აუზი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს კიდევ ერთ სარეკრეაციო ზონას შეუქმნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0