ავთანდილ თალაკვაძემ დაშავებულები მოინახულა

24/06/2019

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას 19 პაციენტი განაგრძობს. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაშავებულები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად მკურნალი ექიმებისგან გაეცნო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე. მისი განცახდებით, შესაძლოა, დღის ბოლომდე სამედიცინო დაწესებულებები კიდევ რამდენიმე პაციენტმა დატოვოს. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0