არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში კემპინგ ზონა დაათვალიერა

20/06/2019

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში კემპინგ ზონა დაათვალიერა. საოჯახო ბიზნესს ქალბატონი მზია ჩიქოვანი მეუღლესთან ერთად უძღვება. ისინი ქმნიან ეკობანაკის ახალ კულტურას და ზრუნავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. მათ დაფინანსება 17 200ლარის ოდენობით პროექტ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მიიღეს და მზის სადგურისა და მზის წყლის გამაცხელებლის შეძენა შეძლეს. ამჟამად, “კემპინგ აღვს” ერთდროულად 50 ვიზიტორის მიღება შეუძლია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0