სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაში, პროექტ „მეტი ევროპა მთაში“- ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

13/06/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაში, პროექტ „მეტი ევროპა მთაში“- ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. პროექტი „მეტი ევროპა მთაში“, კავკასიის უნივერსიტეტის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“, და “განათლების კულტურის მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს” მხარდაჭერით ხორციელდება“. პროექტი ემსახურება საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო ზედა-სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე ჯავახეთის 47 მაღალმთიან სკოლაში ლექცია-შეხვედრების ჩატარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. პროექტის ბენეფიციარებს შეადგენენ 9-12 კლასის მოსწავლეები. პროექტი, საქართველოს მთიან რეგიონებში „ნატო-ევროკავშირის“ პოპულარიზაციის და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
მთაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ საკმარისი წარმოდგენა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან თავისუფალ თემებს, სახელწოდებით „მე ევროპელი ელჩი“, რის შემდეგაც პროექტის გუნდი თითო მუნიციპალიტეტიდან გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს ექვს თვიან მანდატს პროექტის სახელით, რათა გამოაღვიძოს სამოქალაქო აქტივიზმი ევროპული მიმართულებით საკუთარ თემში.
შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის ავტორი დავით გელაძე და სპიკერი ალექსანდრე ბაციკაძე.

„შუაფხოს სკოლის მოსწავლეებმა ღრმა ცოდნა გამოავლინეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ლექცია-შეხვედრის მსვლელობაში და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ევროპული მომავლის შესახებ“ – აღნიშნა პროექტის ავტორმა დავით გელაძემ.

პროექტი გაგრძელდება 17 სექტემბრიდან, როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0