ალექსანდრე მოწერელია, თხილის სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს შეხვდა

12/06/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, თხილის სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ბიზნესმენებს იმ პროგრამების მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. “თხილის გადარჩენის” პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებს უსასყიდლოდ უკვე გადაეცა შესაწამლი აპარატები. მათ უფასოდ ემსახურებათ აგრონომები და აწვდიან თხილის დაავადებების საწინააღმდეგოდ ჩასატარებელი შეწამვლების ზუსტ განრიგს.
სამეგრელოს რეგიონში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით, რეგიონებში განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 8078 ჰა ფართობზე განხორციელდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0