ირაკლი კოვზანაძე ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

11/06/2019

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და მისი პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართველმა და ყირგიზმა კანონმდებლებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე, რომელიც დღეისათვის სრულად ათვისებული არ არის, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის, ტურისტული ნაკადებისა და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. განიხილეს ის ეკონომიკური პერსპექტივები, რომელიც საქართველოსა და ყირგიზეთს საერთო რეგიონულ პროექტებში მონაწილეობა ჰპირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ კუთხით ჩინეთის მიერ ინიცირებული ახალი სატრანზიტო დერეფანი – „ერთი გზა ერთი სარტყელია“. როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ორმხრივი კეთილგანწყობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყირგიზეთის ბიზნესწრეებს თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0