ურეკში ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს

11/06/2019

ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე ურეკში OGP-ში ჩართული მუნიციპალიტეტების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული მუნიციპალიტეტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ძირითად მიზანს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის განხილვა და ამ ვალდებულებების შესრულებისას მუნიციპალიტეტებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების განხილვები სამ ძირითად პანელად იმართება. პირველი პანელი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცების კუთხით აღებული ვალდებულების შესრულების განხილვას დაეთმობა. მეორე პანელზე წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმით გათვალიწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების პროგრესი, ხოლო მესამე პანელი კი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს გაუზიარონ ერთმანეთს OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მიღებული პრაქტიკა და გამოცდილება. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები ასევე გაეცნობიან ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე ტენდენციებს და 29-31 მაისს, ოტავაში, კანადა, გამართული OGP-ის გლობალური სამიტის ძირითად შედეგებს. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განახლებული ინფორმაცია, დეცენტრალიზაციის პოლიტიკასა და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით. შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0