გიორგი გოგლიჩიძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

11/06/2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, გიორგი გოგლიჩიძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.მერის რანგში, გიორგი გოგლიჩიძე მერიის თანამშრომლებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ წარუდგინა. პირველი სამუშაო დღე, გიორგი გოგლიჩიძემ, მერიის შენობაში არსებული ტურნიკეტის სისტემის დემონტაჟით დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად შალამბერიძეც შეუერთდა.

„დღეიდან მუნიციპალიტეტის მერიის კარი, ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება. მოსახლეობას აღარ ექნება იმის განცდა, რომ ხელისუფლებასთან მისასვლელად, ბარიერების გადალახვა მოუწევს. სწორედ ეს იყო მათი სურვილიც და მოთხოვნაც რომელიც პირველივე სამუშაო დღეს შევასრულე“ – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0