საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღსადგენად, მოვლა-შენახვის ფარგლებში, ქ. დუშეთის შემოსასვლელის ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაო პროცესის მოსანახულებლად დღეს, 7 ივნისს, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. დაზიანებული გზების პერიოდული შეკვეთების სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „არილი“.
დუშეთის შემოსასვლელში დაზიანებულ მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
07/06/2019