ნინო ვიბლიანი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

05/06/2019

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის ახლად არჩეული მერი გეგა შენგელია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონი“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანია, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა, ადგილობრივ თვითმმართველობასა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან მომუშავე ორგანიზაციებს შორის. 90-იანი წლების მოვლენების და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 2000 მეტი ადამიანი ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჰყავთ საომარი მოქმედებების დროს გაუჩინარებული ოჯახის წევრი, 400-ს აღემატება. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, 2010 წლიდან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონი“ მუშაობენ აღნიშნულ ოჯახებთან, მათი თანადგომისა და გაძლიერების მიზნით; ხოლო 2014 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0