შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისსა და დმანისში კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

05/06/2019

ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი თოფურია, ბოლნისსა და დმანისში კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პირადად დაათვალიერეს სოფელ ნახიდურში, ჭაპალასა და ქალაქ ბოლნისში თაყაიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე. ასევე მოინახულეს #4 სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაბა კაზრეთში ლიფტების განახლებული შახტები. შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომომადგენლებთან. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, გაჟღერდა კონკრეტული რეკომენდაციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0