ბავშვთა საერთაშორისო დღეს–1 ივნისს გამართული ღონისძიებები, ხაშურის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა

01/06/2019

ბავშვთა საერთაშორისო დღეს–1 ივნისს გამართული ღონისძიებები, ხაშურის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, დილიდან პატარების გართობაზე “მიკი მაუსის” და “ქინდერ ლენდის” ანიმატორები ზრუნავდნენ. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. სურამის კულტურისა და დასვენების პარკში, კი ღია ცის ქვეშ, თოჯინების თეატრის წარმოდგენა მოეწყო.
1 ივნისის ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური და ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის “კულტურისა და შემოქმედებითი განვითარების ცენტრი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0