ხაშურში, პუშკინის ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო

29/05/2019

ქალაქ ხაშურში, პუშკინის ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო.

„ამჟამად მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობს და ვცდილობთ, მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ე.წ. შინდარა მჭიდროდაა დასახლებული და დასასვენებელი სივრცის არსებობა, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, მინი სტადიონის მოწყობა კი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწობს ხელს“ -აღნიშნა ადგილზე სამუშაოების დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

მერთან ერთად სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს აკვირდებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და ჯამში 65 784 ლარს ითვლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0