ქ. დუშეთის კარიაულთკარის დასახლებაში, ხევის ამოვსების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
“პროექტის ფარგლებში, კარიაულთკარის ხევი გაიწმინდება მთლიანად და მოეწყობა სანიაღვრე არხი. ხოლო ამის შემდეგ ხევი მთლიანად გრუნტით ამოივსება, რაც მოხსნის როგორც ანტისანიტარიის, ისე მოსახლეობის ნაკვეთების დაზიანების საფრთხეებს და ამ ტერიტორიას განვითარების საშუალება მიეცემა” – განაცხადა მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შალვა ინაშვილმა.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს “ჟინვალი” აწარმოებს.