ბულაჩაურის საჯარო სკოლაში მეთექვსმეტე ზონალური ტურნირი ჩატარდა სპორტის სხვადასხვა სახეობების გუნდურ, და ინდივიდუალურ მიმართულებებში. ტურნირი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნა და მის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბულაჩაურის, აბანოსხევის, ლაფანაანთკარის, ჭოპორტის და საშაბუროს საჯარო სკოლის ოთხმოცამდე მოსწავლემ. შეჯიბრის დასასრულს მონაწილეებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ბულაჩაურის საჯარო სკოლაში მეთექვსმეტე ზონალური ტურნირი ჩატარდა
23/05/2019