კალა-უშგულის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

21/05/2019

საქართველოს რეგიონული განვითრაებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-კალას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კმ-ზე საჭიროა საავტომობილო გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წლის 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ171 (ზუგდიდი-კალა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0