საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვია

17/05/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტალინში ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვია. ცენტრისა და მისი მუშაობის მიმართულებების შესახებ პრეზიდენტს ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა ჯააკ ტარიენიმ და კაბინეტის ხელმძღვანელმა ფრანც ლენტენჰამერიმ მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, ცენტრი 2008 წლის 14 მაისს დაფუძნდა. მისი შტაბბინა ტალინში განთავსდა. ცენტრი საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ნატო-ს, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაძლებლობების გაძლიერებას შესაბამისი კვლევების, სწავლებისა და კონსულტაციების გზით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0