გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტორის, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს აკაკი შენგელიას, ქეთევან მოისწრაფეშვილს, გია ებრალიძეს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, დამსწრე საზოგადოებას რეგიონში 2018 წელს, სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2019 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
გურიაში, გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა
17/05/2019