იმერეთში 50– მდე სკოლამდელ დაწესებულებას, სათამაშოების 550 კომპლექტი გადაეცა

10/05/2019

იმერეთში 50– მდე სკოლამდელ დაწესებულებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს “ორიონი” სათამაშოების 550 კომპლექტი გადაეცა. პირველ ეტაპზე საჩუქრები იმ ბაღებში დარიგდა, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭიროება. ბავშვებისთვის განკუთვნილი აქცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელის “ჭიტა“–ს ეგიდით მოეწყო. აქციის ფარგლებში იგეგმება კიდევ არაერთ სკოლამდელ დაწესებულებას გადაეცეს სასაჩუქრე პაკეტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0