თამარ გაბუნია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა

10/05/2019

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ექიმებს პირადად გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე.
პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ.
ეს აფთიაქებია:
„PSP“
“ავერსი“
„ჯიპისი“
„ფარმადეპო“
„სახალხო აფთიაქი“
ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.
პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს:
გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
ეპილეფსია;
პარკინსონის დაავადება.
პროგრამის მოსარგეებლეები არიან:
სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;
საპენსიო ასაკის მოქალაქეები
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;
პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;
ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0